воскресенье, 21 декабря 2014 г.

სწორი კვება ქოლესტერინის დონის მომატებისას

კითხვა:

გამარჯობათ! ვარ 47 წლის. მაქვს მომატებული ქოლესტერინი, ჰემოგლობინი. ქუთუთოზე გამომივიდა ქსანთელაზმა, მაქვს პრობლემები ღვიძლთან დაკავშირებით. ვზივარ დიეტაზე, ფაქტიურად არ ვიღებ კვერცხის გულს, კარაქს, ცხოველური წარმოშვების ცხიმებს, შემწვარ და მწარე საკვებს. ქოლესტერინის დონემ დაიკლო. გავიგე, რომ ზოგი ექიმის აზრით, კვეცხის გულის მიღება მცირე რაოდენობით საჭიროა, რადგან მასში არსებული ქოლესტერინი სასარგებლოა, მისი ათვისება ადვილია და ორგანიზმში არ გროვდება. ასევე, ზოგი სპეციალისტის აზრით, უმჯობესია არაცხიმიანი რძის პროდუქტების მიღება, ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ ჯობია ნატურალური, მაღალცხიმიანი პროდუქცია. ზოგი იძახის ღორის ხორი მავნეა, ზოგი - არ არის მავნე. მინდა გავიგო თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.

პასუხი:

ცხიმიანი პროდუქტების მიღება ყველასთვის არ არის რეკომენდებული. თქვენ ყველაფერი სწორედ გააკეთეთ და მიაღწიეთ სასურველ შედეგს - ქოლესტერინის დონის შემცირებას. კვერცხის გული მართლაც ბევრ ქოლესტერინს შეიცავს (100 გრამზე 1500 მგ) და შეიძლება კვირაში არაუმეტეს 2-3 კვერცხის მიღება. სახლის რძის პროდუქტები და ღორის ხორცი ცხიმიანია და შეიცავს ქოლესტერინს, ასე რომ არ იქნება თქვენთვის სასარგებლო.

ნათარგმნია რუსული მასალებიდან
__________________________________
გადასვლა: ქოლესტერინი
..
..
..

Комментариев нет:

Отправить комментарий