воскресенье, 21 декабря 2014 г.

ქოლესტერინი და თხის რძე

კითხვა:

სისხლში გამომივლინეს ქოლესტერინის მომატება. შეიძლება თუ არა ჩემთვის თხის რძის დალევა?

პასუხი:

დიახ, შეიძლება. თხის რძის ცხიმში მოკლე- და საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდების შემცველობა მეტია, ვიდრე ძროხის რძეში. ამით აიხსნება თხის რძის ცხიმების უკეთესი ათვისება ძროხის რძესთან შედარებით. გარდა ამისა, თხის რძეში მეტია იმ ფოსფოლიპიდების პროცენტული შემცველობა, რომლებსაც აქვთ უნიკალური მეტაბოლური თვისება ხელი შეუშალონ ქოლესტერინის დაგროვებას ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში. კალციუმი, რომლითაც ასევე მდიდარია თხის რძე, წარმოადგენს მძლავრ იარაღს „ცუდ “ ქოლესტერინთან ბრძოლაში.

ნათარგმნია რუსული მასალებიდან
________________________________

გადასვლა: ქოლესტერინი
..
..

Комментариев нет:

Отправить комментарий