суббота, 13 декабря 2014 г.

კვების რეჟიმი ჭარბი ქოლესტერინის დროს

მეცნიერებმა დაადგინეს იდეალური დრო საკვების მისაღებად

ახალი წლის წინაპერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზედმეტი კილოგრამების პრობლემა. ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით, წონაში დასაკლებად მნიშვნელოვანია არა მარტო კალორიების კონტროლი, არამედ საკვების მიღების დროც.
დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ საკვები უნდა მიიღოთ მხოლოდ 12 საათის განმავლობაში - დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე. დანარჩენი 12 საათის განმავლობაში ორგანიზმმა უნდა დაისვენოს.
ექსპერიმენტს ატარებდნენ მღრღნელებში. მათგან ნაწილს საკვებს აძლევდნენ 12 საათის განმავლობაში, დანარჩენს - მთელი დღის განმავლობაში. ამასთან, ორივე შემთხვევაში მიღებული კალორიების რაოდენობა ერთნაირი იყო. მღრღნელებმა, რომლებიც მთელი დღის მანძილზე ჭამდნენ, მკვეთრად მოიმატეს წონაში.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ საკვების მიღების შეზღუდვა დროის მიხედვით, ეფექტურია არა მარტო ჭარბი წონის დაკლებაში, არამედ ჭარბი ქოლესტერინის დონის შემცირებაში, ასევე დიაბეტისა და სიმსუქნის დროს.

წყარო: https://health.mail.ru/news/uchenye_nashli_idealnoe_vremya_dlya_priema/
__________________________

გადასვლა: 1. ქოლესტერინი

Комментариев нет:

Отправить комментарий